Blog

  • ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

    ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

    ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

    „გრძელენიანებო, გისურვებთ ჩემი ცხოვრება გენატროთ! მე მჯერა, რომ უფალი არც მე და მით უმეტეს, ჩემს ალექსანდრეს არ გაგვწირავს…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

    ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

    არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

  • ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

    ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

    23 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

    „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს იმ ახალგაზრდა კაცის ცხედარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ბათუმში ეძებდნენ.

    საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

    გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილია.

  • ზუგდიდში გარდაცვლილ 3 დასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი ‼️‼️❌ ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇

    ზუგდიდში გარდაცვლილ 3 დასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი ‼️‼️❌ ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.

    „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 60 წლის ტყუპი დები, ასევე უფროსი და – ნაირა, დალი და ლორიტა როგავები.

    ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.

    გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით.

  • მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

    მამა თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

    პოლიციამ გამოძიება დაიწყო კაცის მიმართ, რომელიც თავის ორ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა.

    მამა შვილებს ასევე ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტი დელისის მეტროსთან მოხდა.

    ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს.

  • შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

    შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

    მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • მიცვალებულის დასიზმრებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს

    მიცვალებულის დასიზმრებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს

    სიზმრები ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და მიუწვდომელ მოვლენად ითვლება. ისინი ტრიალებენ ქვეცნობიერის სამყაროში, აკავშირებენ რეალობასა და ფანტაზიას. სიზმრების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფენომენია მიცვალებულთა ხილვა და მათთან სიზმარში ურთიერთობის ფენომენი.
    თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია, ზუსტად უპასუხოს ამ კითხვას. საუკუნეების განმავლობაში, ადამიანები ცდილობდნენ, ეპოვათ ახსნა ამ ფენომენისთვის.

    ერთი ჰიპოთეზა არის ის, რომ გარდაცვლილები შეიძლება გამოჩნდნენ ჩვენს სიზმარში, რათა გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილები, გაგვათავისუფლონ მწუხარების ტვირთისგან და დაგვეხმარონ, შევეგუოთ მათ სიკვდილს.

    თუ ცხოველები გყავთ, დააკვირდით მათ. მოგეხსენებათ, ცხოველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამქვეყნიური საგნების მიმართ და სული შეიძლება ცოტა ხნით შინაურ ცხოველში გადავიდეს, რომ გიყუროთ. თუ ცხოველის ქცევა მკვეთრად შეიცვალა და ის ფაქტობრივად გახდა „ადამიანური“, მაშინ იცოდეთ, რომ შესაძლოა ახლა საყვარელი ადამიანის სული გიყურებთ.

    თქვენ სრულიად შემთხვევით იწყებთ თქვენთვის საჭირო წვრილმან ნივთების პოვნას. ეს ასევე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ გარდაცვლილი ახლოს არის. ის გეხმარება და სურს შენზე ზრუნვა. მაგრამ, როგორც წესი, ადამიანები ასეთ წვრილმან მინიშნებებს ყურადღებას არ აქცევენ.

    ოდესმე ყოფილა, რომ ზიხარ საყვარელ ადგილას, კითხულობ წიგნს ან უყურებ ტელევიზორს და მოულოდნელად იგრძნობთ სიგარეტის, სუნამოს, ან სხვა მძაფრს სუნს, რომელიც სწრაფად ქრება. როგორც წესი, ეს სუნი ახასიათებს ადამიანს, რომლის სული იმ მომენტში ახლოს იყო.
    ძალიან ხშირად ადამიანები ხვდებიან სიზმარში გარდაცვლილ ადამიანებს. სწორედ ამ მომენტში ხარ ძალიან ახლოს ამ ადამიანის სულთან.

    სიმშვიდის მკვეთრი განცდა. უბრალოდ, რაღაც მომენტში მოულოდნელად თავს ძალიან კარგად და უსაფრთხოდ იგრძნობთ. ასეთ მომენტში საყვარელი ადამიანის სული ახლოს არის და გიყურებს. ხალხი ამას ყურადღებას აქცევს, მაგრამ არ უკავშირებს მას სულის არსებობას.
    მიუხედავად იმისა, რომ ეზოთერიკოსები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, რატომ შეიძლება გვესიზმრებოდეს მიცვალებული, ყველა მოსაზრებას აერთიანებს ის, რომ მიცვალებულების სულები ცოცხლების დახმარებას ცდილობენ.

    წყარო: ​primetime.ge

  • ტრაგედია არენაზე – ხარი ცნობილ ესპანელ მატადორს თავს დაესხა

    ტრაგედია არენაზე – ხარი ცნობილ ესპანელ მატადორს თავს დაესხა

    ესპანელმა მატადორმა დავიდ ფანდილამ კორიდის დროს საზარდულის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

    არენაზე ხარმა ცნობილი მატადორი რქებზე შეიგდო და საზარდული გაუხვრიტა. ინციდენტი მაყურებლის თვალწინ მოხდა და ვიდეოზეც დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც ხარმა მამაკაცს რქი ჩაასო, მასთან მაშინვე კოლეგებმა მიირბინეს და არენიდან გაიყვანეს.

    ექიმების განცხადებით, ტრავმის გამო მამაკაცს მარჯვენა სათესლე ჯირკვალი გადმოუვარდა. დაზარალებულის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • “ჩხუბის ხმა გავიგეთ, ყვირილი, 4-5 წლის ბავშვები იყვნენ” – რა მოხდა დელისის მეტროსთან?

    “ჩხუბის ხმა გავიგეთ, ყვირილი, 4-5 წლის ბავშვები იყვნენ” – რა მოხდა დელისის მეტროსთან?

    პოლიციამ მოკვლევა დაიწყო კადრებზე, რომლებმაც სოციალური ქსელი ააფეთქა. არაერთი მოქალაქე ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში კაცი ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებს, ხოლო თუ ისინი მეტროს კიბეებიდან დგებიან, მათ ფიზიკურად უსწორდება. სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება, მომხმარებლები კი წერენ, რომ ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის თვითმხილველები თავადაც გახდნენ.